
უცხოური ლიტერატურის განყოფილების საქმიანობა სპეციფიკურია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. ემსახურება უცხოელებს, საჯარო სკოლებში მომუშავე ამერიკელ პედაგოგებს, უცხო ენის სპეციალისტებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და სხვა მომხმარებელს ფონდში დაცული მხატვრული და დარგობრივი თემატიკის უცხოენოვანი წიგნების სახლში გატანით, კატალოგებით, ელექტრონული ტექნიკური საშუალებებით. განყოფილება ატარებს კულტურულ-ინფორმაციულ ღონისძიებებს, აწყობს კალენდარულ და თემატურ გამოფენებს. ქმნის განყოფილების ფონდის ელექტრონულ კატალოგებს.
კულტურულ-ინფორმაციული ცენტრი „ამერიკული კუთხე“ მკითხველებს სთავაზობს მხატვრული და დარგობრივი თემატიკის წიგნების, ლექსიკონების, ენციკლოპედიების, სასწავლო მასალების CD-ROM-ების, DVD მულთფილმების, ვიდეო-დოკუმენტური კასეტების, აუდიო წიგნებისა და პერიოდული გამოცემების მდიდარ კოლექციას, ვორქშოპებს, სხვადასხვა კლუბებს, სადღესასწაულო ზეიმებს, პრეზენტაციებს, ლექციებს გამოჩენილი ამერიკელი სპიკერებისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ჩართვით. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უსადენო ინტერნეტით (WI-FI).