სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(22.02.2019)
22 თებერვალი 2019 წელი
„ნოდარ ბაბუს ლექსები“
2019 წლის 22 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ყველაზე გამორჩეულ და საზეიმო განწყობილებით სავსე ჯადოსნურ სივრცედ გადაიქცა. ამ დღეს ყველა თაობისთვის საყვარელი მწერლის ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ, მამის ლექსების ახალი კრებული - „ნოდარ ბაბუს ლექსები“-წარუდგინა ჩვენს ქალაქს. კრებული ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ცნობილმა მხატვარმა და ილუსტრატორმა - ნინო ჩაკვეტაძემ განახლებული გამოცემა გააფორმა ულამაზესი ილუსტრაციებით, რაც უფრო ორიგინალურსა და სიყვარულით სავსეს ხდის ნოდარ ბაბუს ლექსებს. თბილი სიტყვებით, ბავშვობის მოგონებებით, მამის უჩვეულო სიყვარულისა და იუმორის გახსენებით გახსნა საღამო ქეთევან დუმბაძემ; წაიკითხა ნოდარ ბაბუს ლექსები და შემდეგ სიტყვა დაუთმო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გადაჭედილ დარბაზში მყოფ ყველაზე საპატიო სტუმრებს - პატარა მსმენელებს. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების კითხვისას განცდილ ემოციებზე, დადგეს მინი-სპექტაკლები რომანებიდან: „თეთრი ბაირაღები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“,

»»»