სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბები
(27.03.2019)
27 მარტი 2019 წელი
მხატვრის მასტერკლასი
2019 წლის 27 მარტს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში ღონისძიება ,,მასტერკლასი მხატვარ ელგუჯა ხაზარაძესთან ერთად“ გაიმართა, რომელსაც ქ. ბათუმის კერძო სკოლა,,ნიკეს“ მეოთხე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (ხელმძღვანელი ნათია სიხარულიძე). მხატვარი პატარა სტუმრებს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ წარუდგინა და ელგუჯა ხაზარაძის მიღწევებზე ესაუბრა. მხატვარი ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებულ ბავშვებს, ხატვის ძირითადი პრინციპებზე, ცნობილ მხატვრებსა და მათ ნამუშევრებზე ესაუბრა. იგი ასევე დაინტერესდა, მოსწავლეების საყვარელი მულტფილმისა და ზღაპრის გმირებით. მცირე მიმოხილვის შემდეგ, „ნიკეს“ მოსწავლეებმა ელგუჯა ხაზარაძის დახმარებით, სწორედ საყვარელი მულტფილმისა და

»»»