სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(19.04.2019)
19 აპრილი 2019 წელი
ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
2019 წლის 19 აპრილს, 18 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში პროზაიკოსის, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი გაიმართა. საიუბილეო საღამოზე ახალგაზრდა ხელოვანებმა, პოეტებმა და მეგობრებმა წაიკითხეს ინგა გოგიბერიძის მინიატურები, შეასრულეს თეატრალიზებული და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 აპრილის № 441 ბრძანებით მწერალს, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტს, არაერთი

»»»

19 აპრილი 2019 წელი
დისკუსია- „ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე“
2019 წლის 19 აპრილს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია:,,ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე''. დისკუსია კერძო სკოლა ,,ნიკეს'' პედაგოგმა მერი ჩიმაკაძემ და ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გამართეს.

»»»

19 აპრილი 2019 წელი
ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ინგა გოგიბერიძის მინიატურებისა და ესეების საიუბილეო პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო. მერმა ინგა გოგიბერიძეს ხელოვნებისა და ქ. ბათუმის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. საიუბილეო საღამოზე ახალგაზრდა ხელოვანებმა წაიკითხეს ინგა გოგიბერიძის მინიატურები, შეასრულეს თეატრალიზებული და მუსიკალური ნომრები. ღონისძიება პროზაიკოსის, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

»»»