სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(04.06.2019)
4 ივნისი 2019 წელი
შეხვედრა პოეტ სოფიო ფოცხვერაშვილთან
ბავშვთა დაცვის დღესათან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში შვეიცარიაში მოღვაწე, ქართველ საბავშვო პოეტ სოფიო ფოცხვერაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (მასწავლებელი დალი ჭელიძე). ღონისძიება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გახსნა და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პატარები სოფიო ფოცხვერაშვილის პოეზიითა და საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფო ფოცხვერაშვილის მხიარული, საბავშვო ლექსები ხელოვანის ირგვლივ გაზრდილი ბავშვების ნამდვილ ისტორიებზეა, ამიტომაც

»»»

4 ივნისი 2019 წელი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, მეზღაპრემ და 2016 წლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტმა ინგა გოგიბერიძემ 4 ლოკაციაზე ჩაატარა. 1. 29 მაისი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, მეზღაპრემ პერსონაჟ „კრუელას“ ფორმა მოირგო და მსახიობური ოსტატობით და საინტერესო გარდასახვით წაუკითხა ბავშვებს ზღაპარი „101 დალმატინელი“. 2. 1 ივნისი-ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში, სტუმარმა მეზღაპრემ პატარებს წაუკითხა გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი „მექუდე“. 3. 1 ივნისი-სურამის საბავშვო ბიბლიოთეკაში ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ შეხვდა პატარებს და მათთან ერთად იმოგზაურა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში. 4. 2 ივნისი-ცხრამუხის ბიბლიოთეკაში ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ ცხრამუხის ბიბლიოთეკის მკითხველებს მიულოცა ბავშვთა დაცვის დღე და პატარებს ზღაპრები წაუკითხა.

»»»