სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(05.02.2020)
5 თებერვალი 2020 წელი
#წიგნის #კითხვის #მსოფლიო #დღე
2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც კერძო სკოლა “ნიკეს” მერვე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გახსნა. იგი მოზარდებს ღონისძიებისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ლორდ ჩესტერფილდის წიგნიდან - „წერილები ვაჟიშვილს“ ნაწყვეტი წაიკითხა. ნაწარმოებიდან ამონარიდი ხმამაღლა წაიკითხეს მოსწავლეებმაც. ვინაიდან წლევანდელი ღონისძიებები მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება, კერძო სკოლა “ნიკეს” მასწავლებელმა თეა მალაყმაძემ მწერლის ცნობილი მოთხრობიდან “მიწის ძახილის” ამონარიდი წაიკითხა. მოსწავლეები შეჰპირდნენ ბიბლიოთეკარებს, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ ნაწარმოებს ბოლომდე წაიკითხავენ.

»»»

5 თებერვალი 2020 წელი
#წიგნის #კითხვის #მსოფლიო #დღე
2020 წლის 5 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მესამე კლასის მოსწვალეები ეწვივნენ (დამრიგებელი რუსუდან თოიძე). მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ პატარებს ნიკო ლორთქიფანიძის “მოუარე საქართველოს” წაუკითხა, თავის მხრივ კი

»»»

5 თებერვალი 2020 წელი
5 თებერვალი, #WorldReadAloudDay
#იკითხეხმამაღლა #შეცვალემსოფლიო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართა, რომელშიც ქალაქ ბათუმის მერმა - ლაშა კომახიძემ მიიღო მონაწილეობა. წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ლაშა კომახიძემ ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი, სკოლის მოსწავლეებს კი

»»»

5 თებერვალი 2020 წელი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, პოეტებმა და მწერლებმა მიიღეს. სტუმრებმა ბავშვებთან ერთად ბიბლიოთეკის ახალი სივრცეები - წიგნების მუზეუმი, მარკების მუზეუმი, ბავშვთა ოთახი და

»»»