სურათი

....

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

სამკითხველო

სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება


ვიზიტი
ბიბლიოთეკაში ღონისძიების ჩატარება და ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეო და ფოტოგადაღება ფასიანია. ბიბლიოთეკის შესაბამის დარბაზში ღონისძიების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს თუ ორგანიზაციას, რომლებმაც ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ „ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“ დირექტორს. მას შემდეგ, რაც დირექტორი განიხილავს კონკრეტული ღონისძიების ბიბლიოთეკაში ჩატარების მიზანშეწონილობას და მის თანხვედრას ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებთან, იგი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
 
„ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის“ პრიორიტეტულია კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საიუბილეო ხასიათის და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების გამართვა. ღონისძიების ჩატარების მოთხოვნა: თუ გსურთ ბიბლიოთეკაში ღონისძიების ან/და  ონფერენციის ჩატარება, წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებას, შეარჩიოთ დღე და დარბაზი, და დაწეროთ განცხადება „ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“ დირექტორის სახელზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:
  •  ორგანიზაციის დასახელებას (უნივერსიტეტი, ფონდი და ა.შ.);
  • ღონისძიების სათაურსა და თემას;
  •  შერჩეულ დღესა და საათს;
  •  სტუმრების რაოდენობას;
  •  ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერასა და
საკონტაქტო ინფორმაციას.
ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.
ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ-სოციალური ხასიათის ღონისძიებები. „ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას“ გააჩნია ერთი საკონფერენციოდ ადაპტირებული დარბაზი 50-70 კაცზე და სხვადასხვა სივრცე შეხვედრების ჩასატარებლად.
 
 
 

«««