
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საბიბლიოთეკო საქმის შესახებ და კულტურის შესახებ საქართველოს კანონებისა და ქალაქ ბათუმის მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ დაწესებულებას.
მოკლე ინფორმაცია
სრული სახელწოდება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა"
ბიბლიოთეკის რეკვიზიტები
მისამართი: 6000 ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21
ტელ: 27 35 74
ფაქსი: 27 35 74
ვებ-გვერდი: www.bpl.ge
E-mail: bibliotekabatumis@gmail.com
bibliotekasajaro@gmail.com
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
დირექტორი - ინგა გოგიბერიძე
ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი
1902 წელი
ბიბლიოთეკის ფართი
ძირითადი კორპუსის (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21) საერთო ფართია 1 517,09 კვ. მეტრი.
საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების (ჯავახიშვილის ქუჩა №72) საერთო ფართია 547.19 კვ. მეტრი.
ბიბლიოთკის თანამშრომელთა საშტატო რაოდენობა
76 ერთეული
მკითხველთა კატეგორია
ყველა კატეგორიის მკითხველი
სამკითხველო ადგილების რაოდენობა
ძირითადი კორპუსი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21) - 153 ადგილი
საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილება (ჯავახიშვილის ქუჩა №72) - 86 ადგილი
რეგისტრირებულ მკითხველთა რაოდენობა
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს 565 140 ერთეულს
მათ შორის:
წიგნი - 373 362 ერთეული
აუდიო წიგნი - 74 ერთეული
ჟურნალი - 155 834 ერთეული
გაზეთი - 30 740 ცალი და 3 900 კომპლექტი
ნოტი - 31 ცალი
აუდიო ვიდეო მასალა - 953 ცალი
რუქა - 35 ცალი
ფოტო მასალა - 167 ცალი
კალენდარი - 13 ცალი
პლაკატი - 13 ცალი
სასწავლო თამაშობანი - 18 ცალი
დამსწრეთა რაოდენობა და გაცემა
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დამსწრეთა რაოდენობა შეადგენს 175 304 მომხმარებელს და მათზე გაცემულია 429 891 ბეჭდვითი ერთეული, მათ შორის: წიგნი 215 350 ცალი, ჟურნალი 71 255 ცალი, გაზეთი 143 286 ცალი. აგრეთვე, "ამერიკული კუთხის" და ერთი "კომპიუტერული ცენტრის" 902 მომხმარებელმა 20 313 - ჯერ ისარგებლა კომპიუტერებით, 17 965-ჯერ კი აუდიო-ვიდეო მასალებით.