სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
24 ნოემბერი 2020
მეგობრებო, კოლეგებო
გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" რიგით მეორე ნომერი, სერიიდან ბიბლიოთეკა პანდემიისას, რომელსაც მოგაწვდიან რეგიონებშიც. აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 118 წლისააა ამიტომაც ჩვენი ბიბლიოთეკის ფოტოც გარეკანზეა და ისტორია ჟუნალში!! მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას.

»»»

2 ნოემბერი 2020
#ბათუმისსაჯარობიბლიოთეკა118 წლისაა
აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გონივრულად მომზადებული პატარა სიუჟეტი აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წარსულსა და დღევანდელობაზე. მადლობა მარი ჩიტაიშვილი. მარია ასეთი პროფესიონალიზმისათვის, ზუსტად 5 წუთიანი სიუჟეტის მომზადებისათვის მარიამ 4 საათი იმუშავა ბიბლიოთეკის კედლებში...... ვფიქრობ საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა..... კიდევ ერთხელ მადლობა აჭარის ტელევიზიას და მადლობა ჩემს კოლეგებს სიყვარულისთვის და ერთგულებისათვის.

»»»

26 ოქტომბერი 2020
უძველესი საგანმანათლებო დაწესებულება 118 წლისაა
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბოიბლიოთეკა, ერთ-ერთი უძველესი დაწესებულებაა არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბოლო წლებში მან ბევრი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ფუნქცია შეიძინა. ეს ულამაზესი, მყუდრო შენობა ჭეშმარიტი ბათუმელისთვის საყვარელი ადგილია. აქ არაერთი საინტერესო ღონისძიება – შეხვედრა, ლექცია, პოეზიის საღამო იმართება. ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საიუბილეო თარიღებს აღუნიშნავენ აღიარებულ ხელოვანებს, საზოგადო მოღვაწეებს. ეს შეხვედრები მართლაც გამორჩეულია და თავისი წვლილი შეაქვს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ბიბლიოთეკას დაარსებიდან 118 წელი შეუსრულდა. მართალია, საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ ყველასთვის საყვარელი დაწესებულების შესახებ, ვფიქრობთ, ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ. დღეს ჩვენს მკითხველს

»»»

16 ოქტომბერი 2020
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნუგზარ ჯაფარიძის შემოქმედების ამსახველი სლაიდი.
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნუგზარ ჯაფარიძის შემოქმედების ამსახველი სლაიდი.

»»»

15 ოქტომბერი 2020
ახალ სარეკომენდაციო საძიებლებს წარადგენს ინგა გოგიბერიძე
#ბათუმისბიბლიოთეკა 118 წლისაა❤️ დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, ჩვენი ბიბლიოთეკის 118 წლის იუბილის აღსანიშნავად დაიბეჭდა სარეკომენდაციო საძიებლებლები, რომლის რედაქტირებაზეც იმუშავეს დირექტორის მოადგილემ ნატო ჭყონიამ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა- რუსუდან ქინქლაძემ, მედეა კალანდარიშვილმა, ნანა გვარიშვილმა, ელიკო ძიგუამ, ნინო ვაშაყმაძემ,ქეთევან ხოსრუაშვილმა,ირმა გოგიტიᲫემ,ირმა დოლიᲫემ. მადლობა ბათუმის ნავიგაციის საზღვაო სასწავლებელს თანადგომისათვის Lali Khvedelidze

»»»