სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
18 ივნისი 2019
სტუმრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზური ენის სპეციალისტი თეიმურაზ გვანცელაძე და სტუდენტები ეწვივნენ. ძალიან საინტერესო წიგნებით გამდიდრდა ჩვენი ფონდი-აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი, აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის ლინგვისტური საფუძვლები, დიმიტრი გულიას ლექსების კრებული აფხაზურ ენაზე და ბევრი სხვა საინტერესო წიგნი გვქვს უკვე.......გვეწვიეთ....... #იკითხეთჩვენთან ერთად

»»»

12 ივნისი 2019
საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიება თსუ-ში
2019 წლის 12 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბილიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართა. საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე, რომელიც ტრადიციულად 30 აპრილს დაიწყო. წელს, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებას თსუ-ს ბიბლიოთეკა მასპინძლობდა; რომელსაც

»»»

6 ივნისი 2019
ღონისძიებათა კალენდარი
წარმოგიდგენთ ღონისძიებათა კალენდარს 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით!

»»»

2 ივნისი 2019
ტრენინგი ,,მონაცემთა ვიზუალიზაცია’’
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისათვის პრიორიტეტულია თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლება. ამ მიზნით, 2019 წლის 2 ივნისს, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ ორგანიზებით სასტუმრო ,, Le Port’’-ში ჩატარდა ტრენინგი ,,მონაცემთა ვიზუალიზაცია’’, (ტრენერი მედია მკვლევარი-მაგდა გუგავა) და ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოტეკარებმა: თამარ ბუთურიშვილმა, ეკატერინე დავითაძემ, მზია ლაბაძემ და ნანა ჩიკვაიძემ. ყველა მონაწილეს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატი.

»»»

23 მაისი 2019
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - დღეს!
2019 წლის 23 მაისს, 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ელექტრონული ჟურნალის „ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - დღეს!“ პრეზენტაცია, რომელსაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე წარადგენს. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული ჟურნალის რედაქტორი სოფიო ინაიშვილი. #გელით #დასწრებათავისუფალია #გაეცანითჩვენსსიახლეებს

»»»