23 აპრილი 2025 წელი
მალხაზ ჩოხარაძის ლექცია ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები.“
მალხაზ ჩოხარაძის ლექცია ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები.“
25 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ ჩოხარაძის ლექცია ,,ჭოროხის აუზი: რელიგიის ისტორია და კოლექტიური მეხსიერების ქრონიკები.“
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ.#21
»»»
|
|
|
22 აპრილი 2025 წელი
ჰარპერ ლის რომანის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ განხილვა
ჰარპერ ლის რომანის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ განხილვა
2025 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ჰარპერ ლის რომანის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ განხილვა.
»»»
|
|
|
19 აპრილი 2025 წელი
შეხვედრა მწერალ, მთაგმნელ, სოფია ბარშოვასთან
შეხვედრა მწერალ, მთაგმნელ, სოფია ბარშოვასთან
23 აპრილს, 13:00 საათზე, გიწვევთ საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის გახსნაზე.წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა მწერალ, მთაგმნელ, სოფია ბარშოვასთან
»»»
|
|
|
15 აპრილი 2025 წელი
შეხვედრა არტ სტუდია და სოციალური საწარმოს დამფუძნებელ, მხატვარ, კერამიკის დიზაინერ ლია კასპელაშვილთან
შეხვედრა არტ სტუდია და სოციალური საწარმოს დამფუძნებელ, მხატვარ, კერამიკის დიზაინერ ლია კასპელაშვილთან
2025 წლის 16 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის სივრცეში გაიმართება შეხვედრა არტ სტუდია და სოციალური საწარმოს დამფუძნებელ, მხატვარ, კერამიკის დიზაინერ ლია კასპელაშვილთან. საგანმანათლებლო პროექტ ,,სალონური საუბრების საღამოების“ ფარგლებში.
»»»
|
|
|
11 აპრილი 2025 წელი
მონოგრაფიის ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი" წარდგენა
მონოგრაფიის ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი" წარდგენა
2025 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის პროფესორების მამია ფაღავას, +მერი ცინცაძის და მაია ბარამიძის მონოგრაფიის ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი" (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი) წარდგენა.
სპიკერები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მამია ფაღავა და მაია ბარამიძე.
»»»
|
|
|
|