სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
3 ივნისი 2020 წელი
„ბიბლიოთეკის კარი დაიხურა, მაგრამ მაინც მკითხველთან ვრჩებით“
ახალმა კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ ბევრი რამ შეცვალა. არაერთი დაწესებულება გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, მათ შორის, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაც. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკა არა მხოლოდ უნიკალურ წიგნად ფონდს უვლის, არამედ დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა. როგორც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ გვითხრა, საგანგებო მდგომარეობის დროს მათ ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. ბიბლიოთეკის კარი კი დაიხურა (რა თქმა უნდა, დროებით), მაგრამ ისინი მაინც მკითხველთან ერთად არიან. . . ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელი ზრუნავს იმაზე, რომ მათ დისტანციურად მიაწოდონ ახალი ინფორმაციები, დისტანციური კითხვის სხვადასხვა ჩანაწერი. დაწესებულების გვერდზე იხილავთ მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიულ ცნობებს, საინტერესო ამბებს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების შესახებ. – დღეისთვის ბიბლიოთეკაში რვა განყოფილება მუშაობს. მისი ფონდები გეგმაზომიერად და სისტემატურად

»»»

2 ივნისი 2020 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს
მოგესალმებით მეგობრებო, დღეს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. ერთობლივი გადაწყვეტილებით და ქალაქის მერიასთან შეთანხმებით გადაწყდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს, აღდგება ყველა ის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება ადგილზე მკითხველის მომსახურებას. 16 ივნისიდან სამკითხველო დარბაზებიც გაიხსნება, თუმცა იქამდე

»»»

1 ივნისი 2020 წელი
ბიბლიოთეკის მკითხველთა საყურადღებოდ!
ბიბლიოთეკის მკითხველთა საყურადღებოდ! მსოფლიოში მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენათა გამო. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კარი მკითხველებისათვის დროებით დაკეტილია. ბიბლიოთეკაში დასაბრუნებელი ლიტერატურა შეგიძლიათ მოიტანოთ და დატოვოთ ბიბლიოთეკის დარაჯთან. ბიბლიოთეკის გახსნის თარიღს დამატებით გაცნობებთ. ადმინისტრაცია

»»»

1 ივნისი 2020 წელი
თეა ღოღობერიძე კითხულობს ვაჟა-ფშაველას ლექსს „მთას ვიყავ“.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წამყვანი ბიბლიოთეკარი თეა ღოღობერიძე კითხულობს ვაჟა-ფშაველას ლექსს „მთას ვიყავ“.

»»»

1 ივნისი 2020 წელი
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

»»»