სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
2 ნოემბერი 2019 წელი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, რომელიც ბათუმიდან გავიყოლეთ,ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, თბილისმა მზიანი ამინდი და თბილი შეხვედრა დაგვახვედრა. ქალბატონმა გულიკო გორდელაძემ და ქალბატონმა მანანა სვანიძემ, დაგვათვალიერებინა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიოთეკის უნიკალურმა შენობამ, მიუხედავად დასვენების დღისა, მაინც შევძელით დაგვეთვალიერ...

»»»

2 ნოემბერი 2019 წელი
ახალი მინიატურების კრებულის ,,თოვლის გამყიდველი“ წარდგენა.
2019 წლის 2 ნოემბერს, 17 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ში გაიმართა ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტის, მწერალ ინგა გოგიბერიძის ახალი მინიატურების კრებულის ,,თოვლის გამყიდველი“ წარდგენა. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა ,,ინტელექტის" მიერ და გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ სტენდზე იყო წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქალბატონი ინგას შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. წიგნი საზოგადოებას წარუდგინა გამომცემლობა ,,ინტელექტის“ დამფუძნებელმა ბატონმა ზვიად კვარაცხელიამ. შეხვედრა ემოციური და შთამბეჭდავი იყო - ქალბატონმა ინგამ თავად წაუკითხა მინიატურები შეკრებილთ. ავტორს მიესალმენ და ახალი წიგნის დაბადება მიულოცეს და შემოქმედებითი წინსვლა უსურვეს მწერალმა მარინა თექთუმანიძემ, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ, მწერალმა დათია ბადალაშვილამა, ჟურნალისტმა, მთარგმნელმა და პედაგოგმა დავით ჭელიძემ, ქველმოქმედმა ქალბატონმა ნაზი სარჯველაძემ, ხაშურის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა ხათუნა ჩიტაძემ. სიყვარულით დაწერილმა მინიატურებმა მოწონება დაიმსახურა.

»»»

16 ოქტომბერი 2019 წელი
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარსდგა
2019 წლის 16-20 ოქტომბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარსდგა.პროექტის ფარგლებში მონაწილეობა გამომცემლობა „ინტელექტმა“ მიიღო; ამავე გამომცემლობის მხარდაჭერით გამოიცა მინიატურების კრებული „თოვლის გამყიდველი“, რომლის ავტორი მწერალი, მინიატურისტი, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი - ინგა გოგიბერიძეა. ამ მნიშვნელოვან საეთაშორისო პროექტში ჩართულია ქართველი და უცხოელი მწერლები და გამომცემლობები, რომელთა მონაწილეობითაც საქართველო წარმოდგენილია ეროვნული სტენდით სცენაზე GEORGIAN CHARACTERS. 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა სივრცეებში ყოველდღიურად იმართებოდა ქართველ და უცხოელ მწერლებსა და გამომცემლობებს შორის საინტერესო შეხვედრები, ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ფესტივალში მონაწილე ლიტერატორები და მწერლები თავიანთ გამოცდილებასა და სიახლეებს აცნობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს. გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები, შეხვედრები წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოებასთან, ქართველ ემიგრანტთა პოეზიის საღამო, რომელიც ემოციებითა და სიყვარულით იყო გაჟღენთილი. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისათვის მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქალბატონ ინგა გოგიბერიძის ვიზიტი ფრანკფურტის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა. სამომავლოდაც მრავალი სიახლე ელის ქართულ ლიტერატურულ სივრცეს - ახალი თარგმანები, ავტორები... საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოცოაციამ უდიდესი შრომა გაწია და დარწმუნებული ვართ ეს წელი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ბიბლიოთეკას და საქართველოს - საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე. წარმატებულად დასრულდა 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი... წინ საინტერესო გზებია...

»»»

16 ოქტომბერი 2019 წელი
ინგა გოგიბერიძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას თავისი ახალი წიგნით -"თოვლის გამყიდველი" ეწვია
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს. ბაზრობაზე, წელს პირველად, აჭარაც არის წარმოდგენილი. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი , ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის ნომინაციაში - ,,ქალი, რომელიც ბავშვებს უკითხავს წიგნებს’’ 2016 წლის ნომინანტი ინგა გოგიბერიძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას თავისი ახალი წიგნით -"თოვლის გამყიდველი" ეწვია. ქალბატონო ინგა გილოცავთ ამ დიდ წარმატებას გვიყვარხართ და გვეამაყებით #მემიყვარსჩემიდირექტორი

»»»

9 ოქტომბერი 2019 წელი
გამოფენა - „ჟორჟ სიმენონი ბათუმში“
2019 წლის 9 ოქტომბერს, 10. 30 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება მწერალ ჟორჟ სიმენონის წიგნად ფონდში დაცული შემოქმედების თანამედროვე გამოცემების გამოფენა და იმ პერიოდის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვების წარდგენა, როდესაც ცნობილი მწერალი სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში.

»»»