სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
23 მაისი 2019 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - დღეს!
2019 წლის 23 მაისს, 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ელექტრონული ჟურნალის „ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - დღეს!“ პრეზენტაცია, რომელსაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე წარადგენს. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული ჟურნალის რედაქტორი სოფიო ინაიშვილი. #გელით #დასწრებათავისუფალია #გაეცანითჩვენსსიახლეებს

»»»

15 მაისი 2019 წელი
უცხოეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
2019 წლის 15 მაისს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვივნენ ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლის, ალექსანდრა სტულგინსკის უნივერსიტეტის, კვიძინის უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და რენე 1-ის უნივერსიტეტის პროფესორები. მათი ვიზიტის ინიციატორი და მასპინძელი გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ქალბატონი ნანა ყურშუბაძე. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ კოლეგებთან ერთად საპატიო სტუმრებს წიგნად ფონდში დაცული უძველესი გამოცემები წარუდგინა, გააცნო ქართული დამწერლობის და ბეჭდური გამომცემლობების ისტორია საქართველოში და მომავალი ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

»»»

8 მაისი 2019 წელი
სტაჟირება ბათუმის ამერიკულ კუთხეში
ამერიკული კუთხე აცხადებს სტაჟირების ორთვიან პროგრამას, რომელზეც განაცხადის შემოტანა შეუძლიათ უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის III-IV და სამაგისტრო საფეხურის I კურსის სტუდენტებს. აუცილებელი მოთხოვნაა აპლიკანტები ფლობდნენ ინგლისურ ენას სულ მცირე B1 (Intermediate) დონეზე. უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. სტაჟიორებს ვთავაზობთ მათთვის სპეციალურად შექმნილ სტაჟირების პროგრამასა და ამერიკული კუთხის მდიდარ ინგლისურენოვან რესურსს, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ ინგლისურენოვანი კლუბების აქტივობების დაგეგმვისას და ჩატარებისას. სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაცია ინგლისურენოვანი აქტივობებისა და პროგრამების სტრატეგიულად დაგეგმვის, შეფასებისა და ანგარიშგების შესახებ. ამასთან, წარმატებულ სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება გაიარონ უფასო ტრეინინგ-კურსი ინგლისური ენის სწავლების ცენტრში "აიენთი". დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ გამოგზავნოთ ინგლისურად შევსებული ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 19 მაისის 22:00 საათისა: https://urlzs.com/eLwE გისურვებთ წარმატებას!

»»»

28 აპრილი 2019 წელი
ბათუმობა 2019
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 2019 წლის 28 აპრილს ბათუმობის დღესასწაულს თემატური გამოფენით შეუერთდა. ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გამოიფინა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული საცნობარო და მხატვრული ლიტერატურა ქალაქ ბათუმის შესახებ. ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში "ინგულა მეზღაპრემ" ბავშვებისათვის წაიკითხა ბიბლიური ისტორიები, პატარებმა ისიამოვნეს და სრულიად ახალი ზღაპრები მოისმინეს.

»»»

24 აპრილი 2019 წელი
პატარები ბიბლიოთეკაში
დღეს, 24 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის №15 საჯარო ბაღის აღსაზრდელები (მეთოდისტი დოდო ლაღაძე, აღმზრდელები მ. ჯაში, მ.ზანაქიძე), ფსიქოლოგი მ. მელიქიშვილი. ამერიკული კუთხისა და

»»»