სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
27 ნოემბერი 2018 წელი
დღის სტუმარი
დღეს, 2018 წლის 27 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, საქართველოში ყველაზე საუკეთესო პედაგოგი, ნოვატორული იდეეების გენერატორი, დიახ, პედაგოგი ლადო აფხაზავა ესტუმრა. პროექტისაგან #ეკვილიბრიუმი და #წიგნიავტორიმკითხველი საჩუქრად საუკეთესო წიგნებიც დაიმსახურა.

»»»

26 ნოემბერი 2018 წელი
ტრენინგი - „მედია წიგნიერება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები“
2018 წლის 26 ნოემბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ ჩატარდება ტრენინგი - „მედია წიგნიერება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები“. ბიბლიოთეკარებისათვის შექმნილი კურსია, რომლის მიზანია საბიბლიოთეკო საქმეში დასაქმებული კადრების გადამზადება, ინფორმაციულ ეპოქაში არსებული გამოწვევებთან გასამკლავებლად. ტრენინგის შინაარსი მოიცავს სხვადასხვა საინფორმაციო

»»»

17 ნოემბერი 2018 წელი
ტრენინგი „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ატარებს ტრენინგს „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება“. ტრენინგის ხანგრძლივობა -11 საათი. ტრენინგს ატარებს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი რუსუდან ასათიანი. მთელი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობები, საბიბლიოთეკო სისტემის გათანამედროებაზე ფიქრი, როგორ მოვიზიდოთ მკითხველი, რომელიც არ დადის ბიბლიოთეკაში - ამ და კიდევ სხვა საკითხებზე აქტიურად მსჯელობდა 17 კაციანი ბიბლიოთეკართა გუნდი. წარმატებები ვუსურვოთ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებს. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექციამ მეთოდური დახმარების მიზნით საბიბლიოთეკო ტრენინგზე მოიწვია ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-ის და პროფესიული კოლეჯის "ბლექსი"-ს ბიბლიოთეკარები. ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება, რომლის დასრულებისას ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

»»»

17 ნოემბერი 2018 წელი
ტრენინგი „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“
2018 წლის 17 ნოემბერს 11-დან 18 საათამდე და 18 ნოემბერს 10-დან 14 საათამდე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ჩაატარებს ტრენინგს ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“. ტრენინგის ხანგრძლივობა -11 საათი. ტრენინგის მოდულები: 1. ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება. 2.ტრენერთა ტრენინგი (TOT) ბიბლიოთეკარებისთვის. 3.ეფექტური პრეზენტაცია -ცოდნის გაზიარების ტექნიკა. ტრენინგს ჩაატარებს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

»»»

16 ნოემბერი 2018 წელი
საქართველოში გროვდება ხელნაწერი ლექსები
საქართველოში გროვდება ხელნაწერი ლექსები: ოჯახის წევრების, წინაპრების, სასულიერო პირების, ემიგრანტების ან გარდაცვლილ ახლობელთა მნიშვნელოვანი ხელნაწერები. ხელნაწერებს აგროვებს ქალბატონი ნინო სალუქვაძე. ტელ; 577 52 10 13 ხელნაწერები შეგიძილიათ მოიტანოთ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მის., ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #21 ტელ; 27-35-74 ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია.

»»»