სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებები
5 თებერვალი 2014 წელი
,,გავიცნოთ აჭარის ისტორია-ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია- მონასტრები აჭარაში’’
2014 წლის 5 თებერვალს, ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ "საზღაპრეთში" გაიმართა საუბარი თემაზე: ,,გავიცნოთ აჭარის ისტორია-ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია- მონასტრები აჭარაში’’-გონიოს ციხის მაგალითზე. შეხვედრა-საუბარში მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მე-7 კლასელები

»»»

31 იანვარი 2014 წელი
"ცისფერი ეკრანი"
2014 წლის 31 იანვარს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კინოკლუბი - "ცისფერი ეკრანი" გაიხსნა. ნაჩვენები იყო ზაზა ურუშაძის ფილმი - "მანდარინები". ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის ფრანგული სკოლის მოსწავლეები.

»»»

30 იანვარი 2014 წელი
,,სამსახური და პროფესია’’
ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’ ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ზოიძემ ჩაატარა გაკვეთლი თემაზე: ,,სამსახური და პროფესია’’

»»»

29 იანვარი 2014 წელი
კლუბ "საზღაპრეთის" ახალი პროექტი
2014 წლის 29 იანვარს, 14 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კლუბმა „საზღაპრეთი " ახალი პროექტი დაიწყო- აჭარის ისტორიის შესწავლა მაყვალა ბერიანიძის წიგნების მიხედვით. მოწვეულნი იყვნენ მე- 10 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელები.

»»»

29 იანვარი 2014 წელი
შეხვედრა მოსწავლეებთან და სტუდენტებთან
ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკის ატაშემ ქეიჯი მურმა შეხვედრა გამართა მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სადაც ისაუბრეს მათთვის საინტერესო თემებზე

»»»