სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

კატალოგი

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ღამის ბათუმი

სურათი

ბათუმის ნავსადგური


სპეციალურად პედაგოგებისთვის! ☝️ ტრეინინგ-კურსი თემაზე „პრაქტიკული კვლევა“ (Action Research)
სპეციალურად პედაგოგებისთვის! ☝️ ტრეინინგ-კურსი თემაზე „პრაქტიკული კვლევა“ (Action Research)
სპეციალურად პედაგოგებისთვის! ☝️
 
 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“ იწვევს საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს ტრეინინგ-კურსის გასავლელად თემაზე „პრაქტიკული კვლევა“ (Action Research). ტრეინინგის სესიები გაიმართება თებერვლისა და მარტის თვეში. ჯამში შეირჩევა 40 პედაგოგი, რომელთა ნაწილი თებერვლის, ნაწილი კი მარტის სესიებში მიიღებს მონაწილეობას. ტრეინინგის გავლა უფასოა და წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში. ტრეინინგ-კურსის ზუსტ აღწერასა და პირობებს გაეცანით ქვემოთ 
 
 8 საათიანი ტრეინინგ კურსის ფარგლებში პედაგოგები შეისწავლიან პრაქტიკის კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდებს, კვლევის ანგარიშის შემუშავებას. კურსის ფარგლებში შეადგენენ კვლევის მინი-გეგმას, რომლის განხორციელებასაც თავიანთ სკოლებში შეძლებენ. პრაქტიკის კვლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა. ტრეინინგის ფარგლებში შეძენილი უნარები დაგეხმარებათ დაგეგმოთ შესაბამისი აქტივობები, რომლებიც თავის მხრივ კრედიტ ქულის მოპოვებაში შეიტანს წვლილს.
 
 შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს 11:00 საათზე. თითო შეხვედრა გაგრძელდება 2 აკადემიური საათის მანძილზე. თებერვლის სესიების განრიგია: 3, 10, 17, 24 თებერვალი. მარტის ჯგუფის შეხვედრის განრიგია: 10, 17, 24, 31 მარტი.
 
 რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ სრულად შეავსოთ და გამოგზავნოთ სარეგისტრაციო ფორმა ონლაინ არაუგვიანეს 28 იანვრის 22:00 საათისა: https://goo.gl/9uJW9s
 
 ჩვენი საკონტაქტო ნომრებია: 0422 27 21 62; 551 52 20 54;
 
 გისურვებთ წარმატებას! 
 

 


«««