სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების წამყვანის პოზიციაზე.
წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
- სამუშაო გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციული ნიჭი; 
- საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი;
- სოციალურ მედიასთან და ონლაინ საინფორმაციო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე,  ელ. ფოსტაზე  batumibiblioteka@gmail.com ან მოიტანოთ ბიბლიოთეკის საქმისმწარმოებელთან (იზო ევგენიძე) შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ.#21.
დოკუმენტები მიიღება 2018 წლის 23 მარტამდე.
 

 


«««