სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის ბიბლიოთეკის გახსნა
ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის ბიბლიოთეკის გახსნა

1 აგვისტოს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გენადი მახარაძე საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც საბიბლიოთეკო განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლია ბოლქვაძემ კიდევ ერთი სასოფლო ბიბლიოთეკა გახსნა. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მონაწილეობა  მიიღო საციხურის სასოფლო ბიბლიოთეკის გახსნაში და საჩუქრად გადასცა უამრავი სხვადასხვა ჟანრის უაღრესად საინტერესო ახალი წიგნი. ერთი თვის განმავლობაში ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და ერთგულმა მკითხველებმა პირადი ფონდებიდან  400-ზე მეტი წიგნი შეუგროვეს ხულოს მუნიციპალიტეტის სამ  სასოფლო ბიბლიოთეკას, რომელთა საერთო ღირებულება საშუალოდ ხუთიათას ლარამდეა. საზეიმო გახსნას,  ჯერ დაბა ხულოში და შემდგომ სოფელ საციხურში ესწრებოდნენ  ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბატონი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ჯუმბერ დიმატრაძე და სხვა მაღალჩინოსნები. აგრეთვე საპატიო სტუმრები გახლდნენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია, თანამშრომლებთან ერთად და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენელი, რომლებმაც აგრეთვე მნიშვნელოვნად შეავსეს ხულოს სასოფლო ბიბლიოთკების წიგნადი ფონდი.

 


«««