სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ფოტო კონკურსი- #ბიბლიოთეკაჩემინავსაყუდელია
ფოტო კონკურსი- #ბიბლიოთეკაჩემინავსაყუდელია
ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ჩემო მეგობრებო,მკითხველებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, ახალგზარდებო-ყურადღება!!! 
ვიწყებთ ახალ პროექტს, ფოტო კონკურსს- #ბიბლიოთეკაჩემინავსაყუდელია.
ფოტოკონკურსის ვადაა 2018 წელი-დასაწყისი-20 სექტემბერი-დასასრული-20 ოქტომბერი.
ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მკითხველებს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის და ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს.
ფოტო გადაღებული უნდა იყოს ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ბათუმი-(ჯავახიშვილის 72) და იმ სკოლებისა და სასწავლებლების ბიბლიოთეკებში, სადაც სწავლობთ, იმ ბიბლიოთეკაში, რომლის მკითხველადაც ირიცხებით(ხაშური, გურჯაანი, ზუგდიდი)
ფოტო უნდა ასახავდეს თქვენს დამოკიდებულებას წიგნთან, ეს კონკურსი ხელს შეუწყობს წიგნიერი ახალგაზრდების გაცნობა-დამეგობრებას, იდეების გაზიარებას და ჩვენი წიგნადი ფონდის რეკლამირებას.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
1.პირველი ადგილის მფლობელის ფოტო დაიბეჭდება დიდ სარეკლამო ბანერზე და დაამშვენებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ფოიეს ერთი წლის მანძილზე.
2.მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა საჩუქრად, საბჭოთა ენციკლოპედიის ათტომეული.
3. მესამე ადგილის მფლობელი კი მიიღებს საჩუქრად თანამედროვე მწერლების ხუთ ტომს!!!!!
იჩქარეთ და ფოტოები გადმოაგზავნეთ შემდეგ ემეელზე=gogiberidze64@mail.ru. გთხოვთ მიუთითოთ მონაწილის ტელეფონი და პირადი მონაცემები.
კონკურსს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.
გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!!!
 და გპირდებით საფინალო შეხვედრა-დღესასწაულს-ზეიმს!
#ბიბლიოთეკაჩემინავსაყუდელია. 

«««