სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი რუბრიკა - „წიგნის წარდგენა“
ახალი რუბრიკა - „წიგნის წარდგენა“

რუბრიკა „წიგნის წარდგენის“ მიზანია ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში არსებული წიგნების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვების გამოქვეყნება სოციალურ გვერდზე, რათა უფრო მეტი მკითხველი შეიძინოს წიგნმა და ბიბლიოთეკამ.  

 

ოთარ ჭილაძე - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“

„ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო: როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას ყველა ვანელს, დიდიან-პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან ვერავითარი ძალა ვერ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრებდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის აღსრულებას“
ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მოთხრობილია ამბავი ძველ კოლხეთზე, მის ხალხზე, ამ ხალხის ტკივილსა და სიხარულზე და, რაც მთავარია, ხალხის ოცნებასა და რწმენაზე. აქ ახლებურად არის წარმოჩენილი მითოლოგია: აქ მითებს შორდებათ პოეტური საფუძველი, მკითხველი იხედება ტრადიციულად დაკანონებული შეხედულებებისა და წარმოდგენების მიღმა. მწერალი გვაცნობს მითის წყაროს, საფუძველსა და ფესვებს.
რომანის მთავარი გმირი ხალხია, ადამიანები წარმოდგენილი არიან როგორც სიცოცხლის სიმბოლო. პერსონაჟები-მეფე, მეომარი და ხელოსანი, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ხალხის სამი სახე.
რომანის დედააზრია-ყველა დაბრკოლების მიუხედავად ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ადამიანობა და თუ ეს შეძელი, შენი არსება შეუერთდება მარადიულ ფენომენს ხალხს.
ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. წიგნი სერიიდან „ქართველი პროზის საგანძური“ გამომცემლობა პალიტრა L -მა გამოსცა 2010 წელს.

აღნიშნული წიგნი ინახება ბიბლიოთეკის წიგნად ფონდებში შემდეგ მისამართებზე:

  1. ვაჟა ფშაველას #21;
  2. ჯავახიშვილის #72.

#იკითხეთჩვენთან ერთად


 

 

 


«««