სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„პოეზიის დრო“
„პოეზიის დრო“
არის დრო და წუთები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია. რადიო-გადაცემა „პოეზიის ხუთი წუთი“ ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს და უყვარდა. სწორეთ ასეთი „პოეზიის დრო“ ჩატარებას ვგეგმავთ, კვირაში ორჯერ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის აივნიდან. თქვენ მოისმენთ ქართველი კლასიკოსების, თანამედროვე მწერლებისა და პოეტების ლექსებსა და ჩანაწერებს. მოისმენთ რადიოსა და ტელევიზიების ოქროს ფონდის ჩანაწერებს, მსახიობების მიერ წაკითხულ პოეზიას და პროზას. რა თქმა უნდა ხშირად „პოეზიის დროში“ ლექსებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძეც გაახმოვანებს. 
დღეს 2018 წლის 12 ნოემბერს, 15 საათზე, ჩატარდა „პოეზიის დროს“ პირველი აქტივობა და ლიტერატურული კრებულიდან „ბათუმს“ ინგა გოგიბერიძემ წაიკითხა ცისანა ანთაძის, ნინო ალადაშვილის და ნინო გაბუნიას ლექსები ბათუმზე.

«««