სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტრენინგი „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“
ტრენინგი „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ატარებს ტრენინგს „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება“. ტრენინგის ხანგრძლივობა -11 საათი. ტრენინგს ატარებს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი რუსუდან ასათიანი. მთელი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობები, საბიბლიოთეკო სისტემის გათანამედროებაზე ფიქრი, როგორ მოვიზიდოთ მკითხველი, რომელიც არ დადის ბიბლიოთეკაში -ამ და კიდევ სხვა საკითხებზე აქტიურად მსჯელობდა 17 კაციანი ბიბლიოთეკართა გუნდი.წარმატებები ვუსურვოთ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებს. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექციამ მეთოდური დახმარების მიზნით საბიბლიოთეკო ტრენინგზე მოიწვია ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-ის და პროფესიული კოლეჯის "ბლექსი"-ს ბიბლიოთეკარები.ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება, რომლის დასრულებისას ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 


«««