სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თამთა ჭყონიას პრეზენტაცია საბიბლიოთეკო საკითხებზე
თამთა ჭყონიას პრეზენტაცია საბიბლიოთეკო საკითხებზე

ფონდების დაკომპლექტების და კატალოგების ორგანიზების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი თამთა ჭყონია 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექციის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, მივლინებული გახლდათ ქალაქ თბილისში, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ჩატარებულ «სასწავლო დაწესებულების და რეგიონალური ბიბლიოეთეკების ბიბლიოთეკართა გადამზადების ზოგად პროგრამაში" მონაწილეობის მისაღებად. (სწავლების კურსი 50 საათი)
2018 წლის 5 დეკემბერს, 11 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ჩატარდა თამთა ჭყონიას პრეზენტაცია თემაზე: „სასწავლო დაწესებულებების და რეგიონების ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა ტრენინგი თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ“.
 ქალბატონმა თამთამ კოლეგებს ტრენინგზე მიღებულ ცოდნა და გამოცდილება სლაიდებითა და საინტერესო საუბრის სახით გაუზიარა.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექცია მომავალშიც იზრუნებს ბიბლიოთეკის თანამშრომლთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და პროფესიული განვითარებისთვის.


«««