სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დღის სტუმარი
დღის სტუმარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-ატაშეს თანაშემწე, ერინ მაი ჯარეტი, იმყოფებოდა სტუმრად ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. ერინ მაი ჯარეტი ა.შ.შ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელია, რომლის უშუალო დაქვემდებარებშია ამერიკული კუთხეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალბატონ ერინ მაი ჯარეტს და ამერიკული კუთხეების კოორდინატორს საქართველოში ქალბატონ ქეთი ასათაშვილს საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა ჰქონდათ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშეს თანაშემწემ ერინ მაი ჯერეტმა და ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა  ინგა გოგიბერიძემ ისაუბრეს ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხის“ განვითარების ახალ პერსპექტივებზე, გაცვალეს საინტერესო იდეები, დაგეგმეს ახალი აქტივობები და იმსჯელეს  საერთაშორისო კონტაქტების გამყარებაზე.

ქალბატონმა  ერინ მაი ჯერეტმა ბიბლიოთეკის ფონდს ამერიკის ნაციონალური პარკის ისტორიის  წიგნი გადასცსა საჩუქრად, ხოლო ინგა გოგიბერიძემ პირადი კოლექციიდან აჭარის კულტურის ისტორიის ნარკვევების ტომები უსახსოვრა.

 


«««