სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქმიანი სამუშაო კვირის საქმიანი შაბათ-კვირა!
საქმიანი სამუშაო კვირის საქმიანი შაბათ-კვირა!
საქმიანი სამუშაო კვირის საქმიანი შაბათ-კვირა!
თუ ხარ შემოქმედებითი ინდუსტრიებით დაინტერესებული და გაქვს შემოქმედებითი სივრცის განვითარების იდეა, მაშინ ბათუმის საინკუბაციო პროგრამა შენთვისაა!-ასე აანონსებდა შემოქმედებითი საქართველო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ ტრენინგს, რომელიც 15 და 16 დეკემბერს მიმდინარეობს ბათუმში.
(პარტნიორი: გოეთეს ინსტიტუტი.)
ძალიან საინტერსო,მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც 
ხელს შეუწყობს ჩვენი ინფორმირებულობის ზრდას, როგორც შემოქმედებითი სივრცეების შექმნის პოტენციურ სარგებელზე, ისე მათი შექმნის სხვადასხვა მოდელსა და მექანიზმზე, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ჩართულობის ფორმებზე.
მნიშვნელოვანია რომ შემოქმედებითი სივრცეების პოტენციური დადებითი შედეგების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი - ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის, ა/რ-ებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირად, ფლობენ მნიშვნელოვან ბერკეტებს საკითხის ხელშეწყობისთვის, მეორე მხრივ კი, თავად შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის, ყოფილი კულტურის სახლების და სხვა შემოქმედებითი სივრცეების წარმომადგენლები.
მოკლედ, ახლი გამოწვევების წინაშე ვდეგვართ!
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ და ამავე ბიბლიოთეკის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა თამარ ბუთურიშვილმა.

«««