სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო აქტივობა
საბიბლიოთეკო აქტივობა
2019 წლის 25 იანვარს, 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების, კლასიფიკაციისა და კატალოგების ორგანიზების განყოფილების მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა გვარიშვილმა საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და დაინტერესებულ პირთათვის ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე: „ინოვაციები და იდეების ზონები პოლონეთის ბიბლიოთეკების მაგალითზე“.
ნანა გვარიშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტში ,,ბიბლიოთეკა როგორც თანამედროვე აგორა“, რაშიც გამარჯვების მოპოვების შემდეგ გაცნობითი ვიზიტით გაემგზავრა პოლონეთში, სადაც მოინახულა ქალაქ ვარშავისა და ოსვენციმის ბიბლიოთეკები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ფოტო, ვიდეო და ინფორმაციული სლაიდებით ნაჩვენები იყო პოლონეთის ბიბლიოთეკების ისტორია, სტრუქტურა, განვითარების ეტაპები და სამუშაო პროცესები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნანა გვარიშვილმა უპასუხა ბიბლიოთეკარების მიერ დასმულ შეკითხვებს, გაიმართა საინტერესო დისკუსია, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება პოლონეთის საბიბლიოთეკო სივრცეების მაგალითზე თანამედროვე ბიბლიოთეკა გახდეს უფრო მიმზიდველი ყველა თაობის მკითხველთათვის. 
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ქალბატონ ნანა გვარიშვილს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისთვის და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
 

«««