სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
2019 წლის 28 იანვარს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა „ღია კარის დღე“.
„სიყვარული არს ღმერთი“ - ამ ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, სასულიერო გიმნაზიის მე-6 კლასელთა სტუმრობამ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან თავხელიძე. ამ თვალხატულა, ღიმილიან გოგო-ბიჭებს თან შემოჰყვათ ენძელებისა და ყოჩივარდების სურნელი. ე. ი. გაზაფხული გვიახლოვდება… არც ერთი ქალბატონი არ დარჩენილა ყვავილის გარეშე. სტუმრობის იდეის ავტორი, თავად ქ-ნი რუსუდანია, ალბათ პროფესიიდან გამომდინარე. ის ხომ მრავალი წელი მოსწავლეებს მშობლიური ლიტერატურის სიყვარულით ზრდის, ბიბლიოთეკა კი მუდამ წიგნისა და განათლების სამსახურში დგას. 

«««