სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
2019 წლის 25 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ბიბლიოთეკარები ნანა კვაჭაძე და ნანა ჩიკვაიძე ბათუმის კერძო სკოლა ,,ევრო-2000’’-ს სტუმრობდნენ. (მე-7 კლასი, დამრიგებელი სოფო აფხაზავა). დღევანდელი დღის სტუმრობის სლოგანი იყო - ,,მოგვისმინეთ, მოგისმენთ’’. დღეს ისინი გვისმენდნენ, ხვალ ჩვენ მოვუსმენთ. მოსწავლეებს შევახსენეთ, რომ წიგნია სულის და გონების მსახური. ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხზე, წავიკითხეთ გოდერძი ჩოხელის „მართა“, თუმცა მოთხრობის წაკითხვამდე მოსწავლეებს გავაცანით პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ის ადგილი, სადაც უწმინდესი ბრძანებს: „საჭიროა სათანადო ყურადღება მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას. ჩვენი ქვეყნის გმირულ წარსულს და ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებს, რომ მომავალი თაობა ერის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდეს.“ 
ბიბლიოთეკარმა ნანა ჩიკვაიძემ ბავშვებს დაურიგა ბიბლიოთეკის სამახსოვროები და მათი მოსაზრებების გასაზიარებლად საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებაში დაპატიჟა.
 

«««