სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე

2019 წლის 6 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეები. (პედაგოგი - ლელა ბორჩხაძე) ბავშვები გაეცნენ ბიბლიოთეკის ყველა განყოფილების მუშაობას, დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის ულამაზესი სივრცეები, საცავები და ეზო. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ სტუმრებს ბესიკ კეკელიძის ,,კეთილი სტუმარი“ წაუკითხა. შეხვედრის ბოლოს გაცვალეს შთაბეჭდილებები, რომლებსაც ბავშვები წერილობით გამოგზავნიან საჯარო ბიბლიოთეკის მისამართზე საფოსტო გზავნილით და თანდართული მარკით, რომელიც ბიბლიოთეკის მარკების მუზეუმში დაიდებს ბინას.ღევანდელი ღია კარის დღის ინიციატორი დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი როენა დონაძე იყო. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კარი ღიაა ყველა თაობისთვის და განსაკუთრებით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის!!! გელოდებით სიყვარულით!


«««