სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"წიგნიერი 2019" იწყება
"წიგნიერი 2019" იწყება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "წიგნიერი" წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თიბისის მხარდაჭერით ერთდროულად გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში.
 
კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ.
 
წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა. ესენია: ფრედერიკ ბეგბედერის "ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები", რადეკ იონის "Memento" და ზურა ჯიშკარიანის "საღეჭი განთიადები უშაქროდ".
 
კონკურსის მონაწილეებმა ეს სამი ნაწარმოები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.
 
"წიგნიერის" სამ გამარჯვებულს თიბისი, ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და სხვადასხვა გამომცემლობები დაასაჩუქრებენ. "საბა" მათ ტექსტებს ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.
 
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2019 წლის 4 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 032 2971618 ან მიწეროთ "წიგნიერის" facebook გვერდს.
 
კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 10 აპრილს ერთდორულად ხუთ ქალაქში:
 
თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7);
ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1);
ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32);
ბათუმი – აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ვაჟა–ფშაველას 21);
თელავი – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე მეორის მოედანი 1).
კონკურსანტი რეგისტრაციის გავლის დროს თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.
 
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 23 აპრილს — წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
 
მონაწილეთა რეგისტრაცია 17 იანვრიდან დაიწყო.
 

«««