სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ...
 სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ...

2019 წლის 7 მარტს, სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ... დარბაზში შეკრებილი იყო ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალბატონები, რომლებიც უხმაუროდ და ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად აკეთებენ ჩვენი ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან საქმეს - მებაღეები, ექთნები, აგრონომები, სანდასუფთავების თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, მრავალშვილიანი დედები და სხვა პროფესიობის ქალბატონები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
,, ... ჩვენ უკვე" ბათუმის ქალთა კლუბი" ა...ღარ ვართ, უკვე გაზრდილი და გადიდებული საზოგადოება "ქალები ძლიერი რეგიონისთვის" ვართ“. განაცხადა ქალბატონმა თამარ გუდავამ. ყველაზე თბილი მაინც დაჯილდოების ნაწილი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბ-ნმა თორნიკე რიჟვაძემ, პირადად გადასცა სიმბოლური ჯილდოები ქალბატონებს. დაჯილდოებულთა შორის იყო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის უფროსი ქალბატონი ნინო ვაშაყმაძე. საღამო გაალამაზეს მომღერლებმა: აჩიკო გოგიტიძემ, სულხან დევაძემ, მარიამ გუდავამ, თემურ დოლიძემ და ბათუმის მერიის ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა. დასასრულს ქალბატონმა თამარმა განაცხადა:,, დიდი მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბ-ნ თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც სიხარულით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა, გავაძლიეროთ ქალის როლი ჩვენს რეგიონში და პირადად გადასცა ჩვენი სიმბოლური ჯილდოები ქალბატონებს.
დიდი მადლობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ მერაბ ხალვაშს მუდმივი მხარდაჭერისთვის და ბსუ-ს არაჩვეულებრივი ლაბორატორიის ფაბლაბის ოქროსხელებიან ბიჭებს, ჩვენი სიმბოლო ჯილდოების დამზადებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს სოფო ხალვაშს, ჯონი საბაშვილს, ვახო ნარსიას მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა შოთა ყიფიანს, ყველა უწყების ხელძღვანელს და ყველა რაიონის მერს კოორდინაციისთვის.
და ბოლოს რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ გოგოებს: ირმა აბულაძეს, ხათუნა ქაშიბაძეს, მაია სურმანიძეს, ნათია დევაძეს. ჩვენ ერთად ვართ ძალა!“

 

  


«««