სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ფრანკოფონიის კვირეული
ფრანკოფონიის კვირეული
  ბათუმში, 20-28 მარტის ჩათვლით ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა. 
კვირეულის დახურვის დღეს, 28 მარტს, დილიდან ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის უცხოური ლიტერატურის საცავში დაცული უძველესი, უნიკალური ფრანგულენოვანი წიგნები გამოიფინება.
  28 მარტს, 15 საათსა და 30 წუთზე ბიბლიოთეკაში მოსულ ყველა სტუმარს საშუალება ექნება დაათვალიეროს პირველი სართულის ფოიეში განთავსებული ფრანგული უნიკალური წიგნადი ფონდი. 
  ასევე ამ ფონდის ნაწილი გამოიფინება ბიბლიოთეკის მეორე სართულზე,ძირითად საცავში. აქ განთავსებული წიგნების დათვალიერება შეეძლებათ მხოლოდ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს. 
 ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება ფრანგული ენის სწავლების უფასო წრის პრეზენტაცია (პრეზენტატორი - წამყვანი ბიბლიოთეკარი ელენე ტუღუში), რომელსაც დაესწრება ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი პიერ კლუე სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
 

 


«««