სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ეკვილიბრიუმი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა
ეკვილიბრიუმი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი და კომპანია გალფი აქციის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში მაღალმთიან აჭარას ესტუმრა.
 
მოძრაობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ასობით სოფლის ბიბლიოთეკა მოამარაგა წიგნებით, ბევრი მათგანი აღჭურვა ტექნიკით.
ამჯერად წიგნები გადაეცა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ოლადაურსა და მაწყვალთას, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს, პირველ მაისსა და კოკოტაურს და დაბა მახინჯაურის ბიბლიოთეკას.
 
წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობას შესწირეს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ინგა გოგიბერიძემ და კომპანია PSP-მ.
 
  

«««