სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სტაჟირება ბათუმის ამერიკულ კუთხეში
სტაჟირება ბათუმის ამერიკულ კუთხეში
ამერიკული კუთხე აცხადებს სტაჟირების ორთვიან პროგრამას, რომელზეც განაცხადის შემოტანა შეუძლიათ უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის III-IV და სამაგისტრო საფეხურის I კურსის სტუდენტებს. აუცილებელი მოთხოვნაა აპლიკანტები ფლობდნენ ინგლისურ ენას სულ მცირე B1 (Intermediate) დონეზე. უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. 
 
 სტაჟიორებს ვთავაზობთ მათთვის სპეციალურად შექმნილ სტაჟირების პროგრამასა და ამერიკული კუთხის მდიდარ ინგლისურენოვან რესურსს, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ ინგლისურენოვანი კლუბების აქტივობების დაგეგმვისას და ჩატარებისას. სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაცია ინგლისურენოვანი აქტივობებისა და პროგრამების სტრატეგიულად დაგეგმვის, შეფასებისა და ანგარიშგების შესახებ. ამასთან, წარმატებულ სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება გაიარონ უფასო ტრეინინგ-კურსი ინგლისური ენის სწავლების ცენტრში "აიენთი". 
 
 დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ გამოგზავნოთ ინგლისურად შევსებული ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 19 მაისის 22:00 საათისა: https://urlzs.com/eLwE
 
გისურვებთ წარმატებას!

«««