სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიება თსუ-ში
საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიება თსუ-ში

2019 წლის 12 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბილიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართა. საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე, რომელიც ტრადიციულად 30 აპრილს დაიწყო. წელს, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებას თსუ-ს ბიბლიოთეკა მასპინძლობდა; რომელსაც საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და გაერთიანებების, რეგიონული და საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები დაესწრნენ; მათ შორის იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები: ნათია დევაძე და მარიამ ძნელაძე. საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გახსნა თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და სტუმრებს ღონისძიებაზე დასწრებისათვის და გააცნო თსუ-ს ბიბლიოთეკის შექმნის ისტორია, რომელსაც დღესდღეისობით 4 მილიონიანი წიგნადი ფონდი, უნიკალური საცავები, სარესტავრაციო-კონსერვაციის განყოფილება, თანამედროვე და უძველესი დანადგარები, მაღალკვალიფიციური რესტავრატორები და პროფესიონალ ბიბლიოთეკართა არმია ჰყავს. სიტყვით გამოვიდნენ და ბიბლიოთეკარებს მიესალმნენ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოფენები: „თსუ-ს საგანძური“; პირველად გამოიფინა კათალიკოსის - ანტონ მეორის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული; გამოფენილი იყო თსუ-ს ბიბლიოთეკის საამაყო და ლეგენდარულ დირექტორთა მემორიალური ნივთები და პორტრეტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ბიბლიოთეკას; მათ შორის იყო ყველაზე გამორჩეული დირექტორის - გრიგოლ წერეთლის პირადი ნივთები; „სახელოვანი ბიბლიოთეკარები“ - ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ფოტოპორტრეტებს, ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ შორის იყო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სახელოვან ბიბლიოთეკართა: რუსუდან ფილიპაშვილის, ლილი გოგუაძის და ვენერა გობრონიძის ფოტოები. გამოიფინა „ნაშრომები საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, რომლებიც შედგენილი და შექმნილია ბიბლიოთეკათმცოდნეების მიერ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მრგვალი მაგიდა სადაც, განხილვის თემა იყო წიგნებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი; თსუ-ს ბიბლიოთეკა გაძეგლებისთვის ამზადებს მის საგანძურში დაცულ, ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილ „დავითნი“-ს, რომელიც 1709 წლით თარიღდება, იგი საქართველოში პირველნაბეჭდი სტამბური წიგნია. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ბიბლიოთეკარებს გააცნო „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების სხვადასხვა მუხლები, რომელიც სამომავლოდ საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფას, კოორდინაციას და ფუნქციებს უფრო ეფექტურს გახდის.


«««