სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტრეინინგი„პროგრამათა და აქტოვობათა სტრატეგიული დაგეგმვა“
ტრეინინგი„პროგრამათა და აქტოვობათა სტრატეგიული დაგეგმვა“

ინფორმაციული სამყაროს მუდმივი განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი პროგრესი ბიბლითეკარებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითრებისაკენ გვიბიძგებს. გვასწავლის მოვლენების ახლებურად შეფასებას და ბიბლიოთეკის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინოვაციების დანერგვის აუცილებლობას. იზრდება თანამედროვე ბიბლიოთეკართა მაღალ კომპეტენციაზე მოთხოვნილებაც. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, როგორც საკითხავი მასალების უაღრესად ხელმისაწვდომ წყაროს, თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კოლექტივს, აქვს უდიდესი შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ბათუმისა და აჭარის რეგიონების ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა გადამზადებას, რეგიონებში წიგნიერების განვითარებას, ინფორმაციის, რესურსებისა და სივრცის უზრუნველყოფით. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკას არა აქვს ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ბიბლიოთეკის სტატუსი, ფაქტიურად ის მეთოდურ-პრაქტიკულ დახმარებას უწევს აჭარის ყველა ტიპისა და უწყების ბიბლიოთეკას, საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების მართვას. 2019 წელი გამოვაცხადეთ მეთოდური დახმარების წლად. ამ ტიპის პირველი შეხვედრა შედგა 2019 წლის 28-29 იანვარს. ქალაქ ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების, კერძო და საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარებისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრეინინგ-შეხვედრა თემაზე: ,,მარკეტინგისა და პრომოუტინგის ბაზისები“. ტრეინინგი ჩაატარა ტრენერმა მამუკა საფარიძემ. ტრეინინგ-შეხვედრის მანძილზე აპლიკანტებმა შეისწავლეს ბრენდის სამუშაო სივრცის და სერვერების პოპულარიზების სხვადასხვა სახის ტექნიკური შესაძლებლობანი. ტრეინინგის 61 მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. 2019 წლის 19 და 29 მარტს ტრეინინგი ჩატარდა საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის. ტრეინინგის 40 მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. 2019 წლის 21 ივნისს აჭარის რეგიონების - ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის რაიონების ბიბლიოთეკარებისათვის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კვლავ ჩატარდა ტრეინინგი„პროგრამათა და აქტოვობათა სტრატეგიული დაგეგმვა“(ტრენერი მამუკა საფარიძე). ტრეინინგის 25 მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექცია წარმატებას უსურვებს ყველა ბიბლიოთეკარს და კიდევ ერთხელ უგზავნის მესიჯს საბიბლიოთეკო სისტემას, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის კარი ღიაა ახალი შეხვედრებისათვის და საუკეთესო ინოვაციების დასაგეგმად. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექცცია დიდ მადლობას უხდის ტრენერ მამუკა საფარიძეს საინტერესო, შინაარსიანი და თანამედროვე მოტხოვნებით შესაფერი ტრენინგების ჩატარებისათვის.


«««