სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დიდი თონეთი, დათია და ვაჟაობა
დიდი თონეთი, დათია და ვაჟაობა
2019 წლის 29 და 30 ივნისი მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემისათვის . ახალი ბიბლიოთეკის გახსნით  თონეთში კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო კერა შეგვემატა, სადაც პროექტით  #წიგნიავტორიმკითხველი  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ 190 ეგზემპლიარი წიგნი, თანხით 697ლარი და 77 თეთრი გადასცა თონეთის ბიბლიოთეკას საჩუქრად.
29 ივნისს, სოფელ დიდ თონეთში კულტურული ღონისძიება - „ვაჟაობა“ გაიმართა, რომელიც უკავშირდება 1886-1888 წლებში დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის - ვაჟა ფშაველას პედაგოგიურ მოღვაწეობას თონეთში.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სახელობის თონეთის სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლის დაარსების ინიციატივაც, ამავე სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მწერალს, დათია ბადალაშვილს ეკუთვნის. თონეთის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობაში და წიგნადი ფონდის გამდიდრებაში წვლილი შეიტანეს: საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, გამომცემლობებმა, მწერლებმა, ხელოვანებმა და სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კერძო კომპანიებმა. სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები საჩუქრად გადასცა ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება -კულტურის ცენტრმა.

«««