სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


«64 მუნიციპალიტეტს შორის ბათუმი გამარჯვებულია».
«64 მუნიციპალიტეტს შორის ბათუმი გამარჯვებულია».

2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

დღეს სასტუმრო „რუმსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დააჯილდოება გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმი მე-15 ადგილს იკავებდა.

პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 


«««