სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ვისაც სამაგიდო თამაშები გიყვართ
ვისაც სამაგიდო თამაშები გიყვართ
 პატარა მეგობრებო, თქვენთვის სიახლე გვაქვს!!!
 
 ჩვენთან, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში სტუმრობისას, წიგნის კითხვის პარალელურად, შეგიძლიათ გაერთოთ კიდეც. ვისაც სამაგიდო თამაშები გიყვართ, შეგიძლიათ გვეწვიოთ და ერთად ვითამაშოთ ყველაზე ქართული და სახალისო თამაში "დევების ციხესიმაგრე".
 
 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვის განვითარება თამაშით იწყება. ის უნარები, ჩვევები, ცოდნა, რომელსაც მოზარდი თამაშით იღებს, აღარასდროს ავიწყდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბავშვი სულ პატარაობიდანვე ისეთი თამაშებით დავაინტერესოთ, რომელიც მას პოზიტიური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ასეთი კი სამაგიდო თამაშებია, რომელიც რამდენიმე მოთამაშის თანამონაწილეობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამაგიდო თამაშებში პატარებთან ერთად უფროსებიც აქტიურად ჩაერთონ.
 
 სამაგიდო თამაშები, ერთმანეთთან დაახლოების გარდა, გონების გავარჯიშების სასიამოვნო და საინტერესო საშუალებაა. თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინების უნარი, ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.
 
 PS. პატარა მეგობრებო, თუ კი ზაფხულში ქალაქგარეთ ვერ ახერხებთ გასვლას, გვეწვიეთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, რომელიც ჯავახიშვილის #72 მდებარეობს და გპირდებით, რომ თქვენი შვილები დროს საინტერესოდ გაატარებენ.

«««