სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შემოქმედებითი მასტერკლასი ღია სამკითხველო სივრცეში
შემოქმედებითი მასტერკლასი ღია სამკითხველო სივრცეში
დღეს, საჯარო ბიბლიოთეკის ღია სამკითხველო ეზოში საინტერსო და ორიგინალური მასტერკლასი ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა თამარ ბუთურიშვილმა და ალექსანდრე გოგელიამ ჩაატარეს; ხელოვანმა და მინაზე ხატვის ოსტატმა - თამარ ბუთურიშვილმა ბიბლიოთეკის ახალი საგანმანათლებლო სივრცისათვის, მასტერკლასის მიმდინარეობისას ორი ნახატი-სიუჟეტი შეასრულა: „პატარა უფლისწული“ და „დონ კიხოტი“, რომელიც რესტავრირებულ ჩარჩოში მოთავსდება. თამარის მიერ შესრულებული ზღაპრის გმირების ამსახველი კიდევ ორი ნამუშევარი პროექტ „კითხვის დრო“-ს სივრცეში გამოიფინება. 
ინტელექტუალური რესურსების მობილიზებასთან ერთად, დირექტორისა და თანამშრომლების მიერ სარდაფში აღმოჩენილ ძველ, ულამაზეს წიგნების თაროებს რესტავრაცია ჩაუტარა ჩვენი ბიბლიოთეკის „ხელმარჯვე ოსტატმა“, ალექსანდრე გოგელიამ; მათ ახალი სიცოცხლე, ფერი და სილამაზე შესძინა, რომლებიც რეაბილიტირებულ სარდაფში ახალ საგანმანათლებლო სივრცეს დაამშვენებენ.

«««