სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო ტრენინგი
საბიბლიოთეკო ტრენინგი
2019 წლის 20 აგვისტოს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საბიბლიოთეკო ტრენინგი „ციფრული ბიბლიოთეკის განვითარების ტენდენციები და პროექტი „ივერიელი“, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკართათვის წარმოადგინა საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის პრეზიდენტმა - რუსუდან ასათიანმა.
ტრენინგზე საუბარი იყო საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმდინარეობისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვაზე; ციფრული, ჰიბრიდული და ვირტუალური საბიბლიოთეკო ტიპების უზრუნველყოფასა და მასზე შეუფერხებელ წვდომაზე; ელექტრონული რესურსების შექმნის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ისტორიაზე.
რუსუდან ასათიანმა ისაუბრა ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელზე", რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და უზრუნველყოფით მიმდინარეობს და მასში ჩართულია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაც; იგი მუდმივად განახლების და მუშაობის პროცესშია და მომხმარებელს სთავაზობს დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ნოტების, აუდიო მასალების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონულ ასლებს სხვადასხვა ფორმატში (Adobe PDF, JPEG, MPEG Audio). აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნულ დისერტაციებს და ავტორეფერატებს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მხარს უბამს თანამედროვე-ციფრული საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმდინაობასა და განვითარების პროცესს.
#იკითხეთჩვენთან
#ბიბლიოთეკაყველგან
#აქინახებაჩვენიმატიანე

«««