სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


განათლების საერთაშორისო დღე
განათლების საერთაშორისო დღე
განათლების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა.
იუნესკო-ს (გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანაბარი, ყოვლისმომცველი და სამართლიანი განათლების გარეშე ქვეყნები ვერ შეძლებენ გენდერული თანასწორობის და სიღარიბის დაძლევას.
 
“დღეს, 262 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა არ დადის სკოლაში, 617 მილიონ ბავშვს არ შეუძლია კითხვა და არ იცის საბაზო დონის მათემატიკა. აფრიკის საჰარის სამხრეთით კი გოგონების 40%-ზე ნაკლებმა საშუალო სკოლა ქვედა ზღვარზე მიატოვა, ხოლო 4 მილიონი ლტოლვილი ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი. ეს მათი უფლებების დარღვევაა და მიუღებელია“, - ნათქვამია იუნესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ განაცხადა, რომ განათლება არის ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პასუხისმგებლობა.
#განათლებაშენიუფლებაა
#მოდიბიბლიოთეკაში
 

«««