სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი პროექტი - „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია”
ახალი პროექტი - „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია”
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება ახალ პროექტს იწყებს - „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია”. (პროექტის ავტორი: ეკატერინე დავითაძე).
 
 პროექტის მიზანია, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა და ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია.
 
პროექტის ამოცანაა, ინფორმაციულ ქაოსში პატარებს მაქსიმალურად ხარისხიანი ანიმაცია მივაწოდოთ, ამ შემთხვევაში კი, მეოცე საკუნეში, სტუდია “ქართული ფილმის” მიერ გადაღებული მულტფილმებს გავუწიოთ პოპულარიზაცია.

«««