სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

#WorldReadAloudDay #WRAD2020
#იკითხეხმამაღლა, #შეცვალემსოფლიო!
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პოეტები და მწერლები მიიღებენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები საჯარო ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცესა და სხვადასხვა განყოფილებებში შემდეგი განრიგის მიხედვით გაიმართება: დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ბიბლიოთეკის აივნიდან სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით, შესაძლებელი იქნება ჩვენი საამაყო პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების აუდიო მოსმენა.


«««