სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გეხაროთ!
გეხაროთ!
 
....ფეხზე შავი ფეხსაცმელი მოვირგე, მანაც ოდნაც ღია ფერის ჩაიცვა და გარეთ გავედით, მოგზაურება არ იყო ჩვენი ცხოვრების სტილი,მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ დედამიწა ჩვენი ფეხნაბიჯებით გაგვეზომა,სწორედ მაშინ, როცა დედამიწა გაჩერდა და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, საიდან მოვიდა ეს სიჩუმე, რატომ გაჩერდა დედამიწა? ამ კითხვებზე პასუხს ახლა ჩვენს ცხოვრებაში ვეძებდით.... ადრე ჩაკეტილი ცხოვრება უფრო მოგვწონდა და გვხიბლავდა-ერთურთის გვერდით გამოღვიძება, ერთმანეთზე ზრუნვის გამოვლინება, საღამოობით სხვადასხვა სავარძელში წიგნების კითხვა და თითქოს გარე სამყაროსგან მარტოდ ყოფნისა და მიტოვების შეგრძნება. სწორედ მაშინ შეგვეძლო გვეფიქრა ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე, განსაკუთრებულ მომენტებზე, რითაც დღემდე მოვედით, მზიან სიყვარულზე და გულიან დღეებზე, შხაპუნა წვიმაში ფეშიშველა სირბილზე, მშვიდობაზე და დროზე,როცა ტაძარში არც კი დავდიოდით , მაგრამ დიდ სიხარულს ვანიჭებდით გაჭირვებულ ადამიანებს, იმათ, ვინც არასოდეს ელოდა ჩვენს გამოჩენას, ჩვენ კი მათთან ვიყავით მუდამ სიკეთის კალათით სავსე. ჩვენი ეზო და სახლიც ისეთივე გამჭვირვალე იყო, როგორც ჩვენი ცხოვრება-პატარა ეზო -კარი ამშვენებდა ხელოვნურ ციცქნა ტბას, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთე, რადგან იცოდი, როგორ მამშვიდებდა წყლის ხმა და ცქერა. მთელი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულში გავატარეთ და ახლა კი ის დრო იყო დამდგარი, რომ გარეთ გავსულიყავით და ეს ისტორია გვეამბნა სხვებისათვის. ყველასთვის გვეხარებინა, რომ ახალი სიყვარულის მარცვალი ისევ აღმოცენდება დედამიწაზე, თუ კი უარს ვიტყვით ამპარტავნებაზე, სიმდიდრესა და თავგასულ ფუფუნებაზე, ზიზღსა და ბოროტებაზე, შურზე, ომზე, სხეულის სიბინძურეზე და სულის სიდუხჭირეზე. ეს სიყვარულის მარცვალი კვლავ გაიდგამს ფესვებს და ყველას მხოლოდ სიხარულს ახარებს.
 
გილოცავთ ხარებას.გეხაროთ!
ინგა გოგიბერიძე.2020 წელი.7 აპრილი.

«««