სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ა. მახარაძის ახალი ტრილოგიის "იდუმალი ფრონტის რაინდის" ვიდეო წარდგენა
ა. მახარაძის ახალი ტრილოგიის "იდუმალი ფრონტის რაინდის" ვიდეო წარდგენა

      2020 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკაკი მახარაძის ახალი წიგნის, ტრილოგიის - ,, იდუმალი ფრონტის რაინდი“ ვიდეო წარდგენა განხორციელდა.

წიგნის წარდგენა  დიალოგის რეჟიმში წარმართა ბიბლიოთეკის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა თეა ღოღობერიძემ, რომელმაც საინტერესო ფაქტები გაგვაცნო ახალი წიგნიდან. ბატონმა აკაკი მახარაძემ ისაუბრა წიგნის დაწერის ისტორიისა და რომანის გმირების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: წიგნის  რედაქტორი ოთარ ცინარიძე და  ვლადიმერ მახარაძე, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს აკაკი მახარაძის ტრილოგიის, საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ. ამ საინტერესო შეხვედრის დასასრულს ავტორმა სამომავლო გეგმები გაგვაცნო.  

 

  

 

 


«««