სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


,,გააჩუქე წიგნი სოფლის ბიბლიოთეკისთვის"
,,გააჩუქე წიგნი სოფლის ბიბლიოთეკისთვის"

,,გააჩუქე წიგნი სოფლის ბიბლიოთეკისთვის" - კამპანიის მიზანია სოფლად არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის უახლესი გამოცემებით შევსება.

დღეისათვის სოფლის ბიბლიოთეკებს აქვთ წიგნადი ფონდის მწირი რესურსი. მათი ფონდები ძირითადად წარმოდგენილია საბჭოთა პერიოდში არსებული გამოცემებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია, არსებობს მათი გადამუშავებული გამოცემები, არის ახალი თარგმანები. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი შეიძინონ ახალი გამოცემები, შესაბამისად ჩვენი მიზანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავი მოვუყაროთ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ გაცემულ/გაჩუქებულ წიგნებს, რომლებიც სოფლის ბიბლიოთეკებს გადაუნაწილდებათ.

ჩვენი მისამართია: თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა № 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი
ტელეფონი: 577097154/ 599131392
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/MagazineLibraryofGeorgia/


«««