სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი პროექტი
ახალი პროექტი

დილა მშვიდობისა მეგობრებო,სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ბათუმის ბოტანიკური ბაღის და აჭარის, არამედ საქართველოს სინამდვილეში იდეა, გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების შესახებ, საბოლოოდ, 2020 წლის 30 ივლისს, მისი გახსნით დაგვირგვინდა, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ არა მარტო ბათუმის ბოტანიკური ბაღის და აჭარის, არამედ საქართველოს სინამდვილეში.
@ ბათუმის ბოტანიკური ბაღი/Batumi Botanical Garden @Goderdzi Alpine Botanical Garden / გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი-ში.
 ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და ბათუმის ბოტანიკური ბაღი იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს "შემოდგომა გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში"
პროეტის ხანგრძლივობა -ერთი თვე-2020 წლის 25 სექტემბრიდან 2020 წლის 25 ოქტომბრამდე,იგი ჩატარდება სამ ეტაპად.
• პროექტში ჩათულნი იქნებიან ხულოში, ყველაზე მაღალმთიანი სოფლის თაგოს, ქალაქ ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მეხუთე კლასელები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის 5 წარმატებული მკითხველი.@Maka Didebulidze
• ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ამ სკოლებთან საგანმანათლებლო მუშაობის მრავალხნიანი ურთიერთობა და გამოცდილება აქვს. (2019 წლის დეკემბერის ბოლო დეკადაში საჯარო ბიბლიოთეკამ (პროექტის ავტორი ი. გოგიბერიძე)მაღალმთიანი თაგოს სკოლის მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო-მოიწვია ბიბლიოთეკაში, ჩაუტარა კითხვის საათი, დაათვალიერებინა თოჯინების თეატრი, გადასცა საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნები და ბავშვებისათვის უამრავი ტკბილეული)
• პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს მკვლევარის, ბოტანიკოსისა და შემოქმედებითი უნარების განხორციელებას შეუწყობს ხელს, დაახლოებს მათ ბუნებასთან და გამოუმუშავებს ბუნებაზე ზრუნვის მეთოდებს.
პროექტის დაწყების პირველ ეტაპზე, მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში,ახალ საგანმანათლებლო სივრცეში, ჩაუტარდებათ ინტეგრირებული საბიბლიოთეკო გაკვეთილი-"შემოდგომა გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში"- შემოდგომისათვის დამახასიათებელი მოვლენების გაცნობასა და შესწავლაზე (თეორიულად) ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნადი ფონდის გამოყენებით. აგრეთვე ისინი შეისწავლიან ძველი ქართული ტრადიციული ფოლკლორული თამაშების წესებს (გ.ჩიღვინაძე- "მზე შინა და მზე გარეთა"-ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები აღწერილი ბავშვებისათვის), რომელსაც მხოლოდ მესამე ეტაპზე პრაქტიკულად გამოიყენებენ,სადაც მოწვეული იქნება ამ წიგნის ავტორი მწერალი გივი ჩიღვინაძე. გივი ჩიღვინაძე
• პროექტის მეორე ეტაპი დაეთმობა ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეების გაცნობას და დამეგობრებას, მათ ჩაუტარდებათ შემეცნებითი ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
• პროექტის მესამე ეტაპი, როცა მოსწავლეები განამტკიცებენ საბიბლიოთეკო გაკვეთილებზე და შემეცნებთ ექსკურსიაზე მიღებულ ცოდნას დაეთმობა ფინალურ შეხვედრას გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში: მოსწავლეები მოაგროვებენ ჰერბარიუმისათვის მასალებს, იქვე დაახასიათებენ სეზონურ (შემოდგომა) მოვლენებს, დააკვირდებიან გარემოში ფერს და ფორმას, გაცვლიან ერთმანეთში მოპოვებულ ინფორმაციას და ითამაშებენ ძველ ქართულ ტრადიციულ თამაშობებს, რომელიც ასე მივიწყებულია თანამედროვეობაში.
• შეფასება მოხდება პროექტის სამივე ეტაპზე.
• პირველ და მეორე ეტაპზე შევაფასებთ მათ ცოდნასა და ინტერესებს, ინფორმაციის მოძიების , დახარისხების და გააზრების უნარებს ,შეფასების ფორმად გამოვიყენებთ განმავითარებელ კომენტარებსაც.
• მესამე ეტაპი კი პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმობა-"შემოდგომა გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში",ყველა მონაწილესთან და მწერალ გივი ჩიღვინაძესთან ერთად.
• თანამედროვე პერიოდში დღევანდელი ახალგაზრდები, მოსწავლეები ძირითადად კომპიუტერებსა და აიფონებზე მიჯაჭვული არიან და ნაკლებ დროს ატარებენ ბუნებაში, ეს პროექტი სწორედ მათი სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისაკენ მიმართული გზაა, რომელსაც ერთად ნაბი- ნაბიჯ-გავივლით და მივაღწევთ სასურველ მიზნამდე-მათ მკვლევარის, ბოტანიკოსისა და შემოქმედებითი უნარები ჩამიუყალიბდებათ და უფრო შეიყვარებენ და დაიცავენ ბუნებას, განუვითარდებათ აზროვნება და შეიძენენ იმ ცოდნასა და უნარს,რომელსაც მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობა იძლევა.
პროექტის ავტორი -ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე
2020 წელი.1 აგვისტო.


«««