სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


....ყველაფერი 2013 წელს შუახევის რაიონიდან დაიწყო....
....ყველაფერი 2013 წელს შუახევის რაიონიდან დაიწყო....
....ყველაფერი 2013 წელს შუახევის რაიონიდან დაიწყო....პატარებს ახალი 3D ფორმატის წიგნებიდან ზღაპრებს ვუკითხავდი და მათი თვალებიდან სევდა ვიგრძენი ამ წიგნების არ ქონის გამო...
მერე იყო ერთი წუთი მაესტროზე და ერთ მუშტად შეკრული საქართველო.....უდიდესი შრომა ჩავდევით ამ პროექტში ჩემმა მეგობრებმა, ბათუმელებმა, მწერლებმა და პოეტებმა,მკითხველებმა, კეთილმა ადამიანებმა....... ერთხელაც არ მიმიმართავს კერძო სექტორისათვის და ბიზნესმენებისათვის- ისე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აჭარის მაღალმთიანეთის თითქმის ყველა სოფელი მოვიარე და 50 000 ლარის ღირებულების წიგნები და სასკოლო ინვენტარი ავიტანე საჩუქრად.
ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან და დანაზოგი თანხებიდან (2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე )შეძენილი წიგნები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას 492 ცალი წიგნი, თანხით 4021,72 ლარი გადავეცი საჩუქრად,რაც შესაბამისი აქტებითაა დაფიქსირებული. 
ახლა კი ამ იდეის გასაგრძელებლად საჭიროა კერძო კომპანიების მხარდაჭერა.ვთხოვ აჭარაში მცხოვრებ კერძო კომპანიებისა და ბიზნესმენებს, ისევ ჩემს მეგობრებს გავაგრძელოთ ეს პროექტი და წიგნები მოვიტანოთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ვაჟა-ფშაველას 21-ში სადაც მოხდება მათი დახარისხება და შემდეგ აჭარის მაღალმთიან სოფლების სკოლის ბიბლიოთეკების მომარაგება.
https://www.youtube.com/watch?v=KBjWXTAlRLs
მჯერავს, ერთად ისევ ყველაფერს შევძლებთ

 


«««